ფეხბურთი

16:09 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” პოდოლსკი გამოაკლდა

ლონდონის “არსენალის” გერმანელი თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი, თანაგუნდელებს ორ თვეზე მეტ ხანს ვერ დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თურქეთის “ფენერბახჩესთან” ლონდონში ჩატარებულ საპასუხო მატჩში, პოდოლსკი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, მოედანი ტრავმის მიზეზით დატოვა.

როგორც საფუძვლიანმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, პოდოლსკის მუხლსქვედა მყესი დაუზიანდა და 28 წლის ფეხბურთელი 8-10 კვირა ვერ ითამაშებს.

“ლუკაშ პოდოლსკისთან დაკავშირებით ცუდი ამბავი გვაქვს. ის 8-დან 10 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მყესი იმაზე სერიოზულადაა დაზიანებული, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. ეს, ძალიან საწყენია, რადგან მატჩის მოგება ძვირად დაგვიჯდა”, – იუწყება ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.  

0.116748