ჭადრაკი

23:17 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძემ მე-11 პოზიცია დაიკავა

ქართველმა მოჭადრაკე ლევან აროშიძემ (2539) ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მე-11 ადგილზე დაასრულა.

აროშიძემ ბოლო მე-10 ტურში თეთრი ფიგურებით ყაიმი გერმანელ ფელიქს გრაფთან (2479) გააფორმა და თავი 7.5 ქულას მოუყარა.

ტურნირის გამარჯვებული ბრაზილიელი ალექსანდერ ფიერი (2570) გახდა, რომელმაც 8.5 ქულა მიითვალა. 

 

0.115338