ფეხბურთი

11:08 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

არმინ ფე მოლაპარაკებას გეგმავს

ფრანკფურტის “აინტრახტის” მთავარი მწვრთნელი არმინ ფე კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის ხემძღვანელობასთან მოლაპარაკებას გეგმავს. ,,სპორტ1’’-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

,,ვაპირებ კლუბის ხელმძღვანელობასთან განვიხილო ჩემი კონტრაქტის დეტალები, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. სავარაუდოდ, ზამთრის შეკრების შემდეგ ყველაფერი ცნობილი იქნება, შესაძლოა კონტრაქტი წელიწადზე მეტი დროით გაფორმდეს’’, - განაცხადა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე “აინტრახტი” წარმატებით გამოდის ევროპის ლიგის გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, დაამარცხა ფრანგული “ბორდო” და კვიპროსული აპოელ-ი, ამასთან ბუნდესლიგაში მეცამეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.

დიმიტრი შარიქაძე

თეგებიარმინ ფე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1162