ფეხბურთი

16:19 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუაბრში განმარტა, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს ახალ თანამდებობაზე.

არჩილ არველაძე: “პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა ზვიად სიჭინავას ამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის. ასაკობროვ და ეროვნულ ნაკრებებთან ურთიერთობა, სელექცია, შეკრების ორგანიზება, ტექნიკური და სპორტული საკითხების მოგვარება დამევალება”.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობა აქამდე არ არსებობდა. მისი შექმნა აუცილებელი იყო?

- პრინციპში, ასეთი თანამდებობა თითქმის ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაშია. აქამდე სპორტულ და ტექნიკურ საკითხებს ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე აგვარებდა. ახლა ერთად ვიმუშავებთ.

- რათა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობა კოორდინირებული გამხდარიყო, ეს თანამდებობა უნდა შემოეღოთ?

- ნაკრებში კოორინირებული მუშაობა აქამდეც იყო. მასში ჩართულები იყვნენ ფედერაციის საპატიო ვიცეპრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, თემურ ქეცბაია და ნიკა ჩხეიძე. ახლა მეც დავემატები.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123812