თამაშგარე

12:45 | 25.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

არანჩა მშობლებს სასამართლოში უჩივის

წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი, 40 წლის არანჩა სანჩეს-ვიკარიო თავის მშობლებს სასამართლოში უჩივის. ერთეულთა შორის დიდი სლემის ტურნირების 4-გზის გამარჯვებული, დედ-მამის სახლიდან გაძევებას აპირებს.
ადრე არანჩა მშობლებს თავისი ქონების განიავებაში ადანაშაულებდა. დიდი სლემის ტურნირების 6-გზის გამარჯვებულმა წყვილებში და 4-გზის შერეულ წყვილებში, დედ-მამასთან არსებულ კონფლიქტზე პირველად ავტობიოგრაფიულ წიგნში – “წინ, არანტა” _ ისაუბრა.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის სარჩელს ბარსელონის სასამართლო განიხილავს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090028