თამაშგარე

11:59 | 20.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

არ გადაიხდის და... იჯდე რა

ამერიკული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავი, ჩად ჯონსონი, თურმე, მამების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, მეუღლე სასამართლოს ძალით თუ არ მოსთხოვს, ნებით, ყოფილ ცოლებს შვილისთვის ფულს რომ არ აძლევენ.
ანდრეა პირსონი, ჯონსონის ყოფილი მეუღლე, ოფიციალურად ავსებს საჩივარს მასზედ, რომ ჩადს მათი საერთო შვილისთვის გაწერილი გადასახადის გადახდა სულ ავიწყდება და ოქტომბერში მას კანონით დაკისრებული 5250 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
ანდრეა აცხადებს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი სახსრები, შვილი შეინახოს და ნამდვილად ესაჭიროება ბავშვის მამის ფინანსური თანადგომა. ის ითხოვს, სასწრაფოდ დაეკისროს ჩადს ბავშვისთვის თანხის გამოყოფა და გარდა ამისა, მშობლისთვის (ანუ ანდრეასთვის) ახალი საცხოვრებელი ბინის ყიდვა, რადგან საკუთარი არ აქვს.
ანდრეა თანახმაა, ჯონსონი ციხეში ჩასვან, თუ კიდევ ერთხელ მაინც დააგვიანებს გადახდას. რამდენად შეძლებს ციხიდან ბავშვის მოვლას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ჩადის ადვოკატები კომენტარისგან თავს იკავებენ, ხოლო მისი მეგობრები აცხადებენ, რომ ის ყოველთვის უვლიდა შვილს და მის გამო მზად იყო, ყოფილი ცოლისთვისაც კი ეყიდა ბინა.
სასამართლო წინაა...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174195