ფეხბურთი

12:03 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ანორთოსისის” ქართველებმა მოიგეს, “ოთელოსისამ” ფრე ითამაშეს

კვიპროსის საფეხბურთო სუპერლიგის მე-3 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, სადაც ქართველი ფეხბურთელები ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან, სახლში ლარნაკას აეკ-ს 2:1 აჯობა.

მასპინძლები 29-ე წუთზე იაკოვენკოს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მე-40 წუთზე ანგარიში კოლაუტიმ გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ფამაგუსტელებმა ტონი კალვის გოლის წყალობით გაიმარჯვეს.

ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად შუახაზელი გიორგი აბურჯანიაც სასტარტოში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისს” 3 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 ადგილზეა.

“ოთელოსმა”, რომელშიც როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი ირიცხებიან, სტუმრად ახნას “ეთნიკოსთან” 0:0 ითამაშა. სამივე ქართველი ლეგიონერი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა. მეკარე კვასხვაძემ და მცველმა ხმალაძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზეს, ნახევარმცველი გრიგალაშვილი კი, მე-60 წუთზე გააძევეს. ხმალაძემ 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ოთელოსი” ერთი ქულით მეათეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06427