სპორტკომპლექს “არენაში” ღია ვარჯიში გამართა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ხუთშაბათს დილას ისრაელში მიემგზავრება. ოფიციალური თამაშების წინ გუნდი იქ ივარჯიშებს და ორი ამხანაგური მატჩიც ექნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა ტურნეზე 14 ხელბურთელი წაიყვანა. ორი მოთამაშე რევაზ ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი ნაკრებს თურქეთში შესარჩევი მატჩის წინ შეუერთდება. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ანკარაში 2 იანვარს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები თელ-ავივში იცხოვრებს და 26, 29, 30 დეკემბერს ივარჯიშებს, 27 და 28 დეკემბერს კი ამხანაგური მატჩები ექნება ისრაელის ნაკრებთან აშდოდსა (27 დეკ, 16:30) და რიშონში (28 დეკ, 20:00). 29 დეკემბერს ვარჯიშის წინ გუნდი იერუსალიმს მოინახულებს, 31 იანვარს კი ქართველები უკვე ანკარაში იქნებიან.
ჯორჯე რაშიჩი: “რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებაში, ამ საქმეში კი ისრაელში გასამართი ორი მატჩი ძალიან გამოგვადგება. მზად ვართ, ვიბრძოლოთ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასასვლელად”.
ირაკლი ჩიქოვანი: “კარგად ვემზადებით და ორი ამხანაგური თამაში შეთამაშებაში ძალიან დაგვეხმარება. ანკარაში სრულ მზადყოფნაში ჩავალთ”.
ვლადიმერ რუსია: “ხელის ტრავმა აღარ მაწუხებს და მზად ვარ, მთელი დატვირთვით ვითამაშო. თურქეთში მოსაგებად მივდივართ”.
ირაკლი კეკელიძე (მწვრთნელი): “მცირე ტრავმები არის, მაგრამ ისეთი არაფერი. ძალიან კარგი და სასარგებლო ტურნე გვაქვს ისრაელში. იერუსალიმში ჩასასვლელადაც დიდი ამბით ვემზადებით. დღეს საღამოს კი, გამგზავრებამდე, თურქეთის თამაშის ვიდეოფირის განხილვა გვექნება”.
ბექარ ორჯონიკიძე (მწვრთნელი): “თურქეთ-ლიტვის თამაში მწვრთნელებმა უკვე გავარჩიეთ. თურქეთს ძალიან გაუჭირდა შეტევაში. პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ თუ თურქეთმა ისევე ითამაშა, როგორც – ლიტვასთან, აუცილებლად მოვუგებთ. ისედაც და ასედაც, ეს თამაში აუცილებლად მოსაგები გვაქვს”.
ზურაბ კაკაბაძე (ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “გუნდის მოტივაცია აქამდე არნახულია. 2 იანვრის თამაში ანკარაში ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ეს ძალიან კარგ შანსს მოგვცემს პლეიოფში გასასვლელად”.
თამაზ თევზაძე (სპორტის მინისტრის მოადგილე): “აქ სპეციალურად მოვედი. მინდა რომ გუნდს გზა დავულოცო. დიდი იმედი მაქვს, რომ თურქეთს ორჯერვე დავამარცხებთ და გადამწყვეტი მატჩი შინ, 8 იანვარს, ლიტვის ნაკრებთან გვექნება”.
ტურნირს ჯერჯერობით ლიტვის ნაკრები ლიდერობს 4 ქულით. 5 იანვარს თურქეთს თბილისის სპორტის სასახლეში ვმასპინძლობთ, 8 იანვარს აქვე ვეთამაშებით ლიტვას, ხოლო საკვალიფიკაციო თამაშებს 11 იანვარს ფინეთში ვასრულებთ.
პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, აქედან კი მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯია. წილისყრა იანვრის ბოლოს ჩატარდება, რის შემდეგაც პლეიოფის წყვილები გაირკვევა. ორი მატჩის (შინ და სტუმრად) გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, რომელიც 2015 წლის იანვარში ყატარში ჩატარდება.
2 იანვარს ანკარაში, თურქეთ-საქართველოს თამაში ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. მსაჯები ჩეხეთიდან არიან –
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ).
ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (
უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ას სადი, ლიბ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (
კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (
მთავარი მწვრთნელი: ჯორჯე რასიჩი (სრბ).
მწვრთნელები: ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე.
ექიმი: ლევან ლინნიკი.
2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში. კვალიფიკაცია. ევროპის 1-ლი ჯგუფი
ლიტვა – 4 ქულა, საქართველო – 2, ფინეთი – 2, თურქეთი – 0
30 ოქტომბერი
ლიტვა – საქართველო 23:17
ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი
თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო – ფინეთი 26:19
2 იანვარი
ფინეთი – ლიტვა
თურქეთი – საქართველო
4 იანვარი
ლიტვა – ფინეთი
5 იანვარი
საქართველო – თურქეთი
8 იანვარი
საქართველო – ლიტვა
თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი
ფინეთი – საქართველო
12 იანვარი
ლიტვა – თურქეთი
პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული
www.geohandball.ge









