თამაშგარე

12:47 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასიამ კიდევ ერთხელ გაიხადა

ტანკენარი რუსი ხელბურთელი, ანასტასია არხოვაცკაია ერთხელ უკვე იყო რუსული “ფლეიბოის” თვის ლამაზმანად დასახელებული და ამ აღარებისათვის რუს ასულს რასაკვირველია ფოტოკამერისა და შესაბამისად ათასობით მკითხველის წინაშე მკერდთა ციალი დასჭირდა.

ანასტასიას, როგორც ჩანს, ნამეტანი მოეწონა ასეთი გზით მიღწეული პოპულარობა და რამდენიმე დღის წინ, მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. არხოვაცკაიამ ამჯერად ერთ-ერთი რუსული ბულვარული ჟურნალისთვის გაიძრო შესამოსელი.

მსოფლიოს სპორტში არსებული პურიტანული საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს სპორტსმენ ასულთა მხრიდან თამამი ფოტოების სიყვარულს და ამაზე ბევრი კრიტიკული სტატიაც იწერება, მაგრამ თუ ქალს გახდა უნდა, მორალისტი ადამიანები კი არა, ნატოს ჯარიც კი ვერ შეაჩერებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17437