თამაშგარე

11:37 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანაბელ კროფტის ახალი იმიჯი

როდესაც სპორტსმენები კარიერას ადრეულ ასაკში ასრულებენ, ეს მათთვის როგორც წესი დიდი ტრაგედიაა. თუმცა, ყველა დეპრესიაში როდი ვარდება... ცნობილი ჩოგბურთელი ანაბელ კროფტი სრულიად ახალგაზრდა ასაკში (21 წლისა) ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ, იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავისი ძველი იმიჯიც კი დაჩრდილა.
ანაბელი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი რადიო და ტელეწამყვანია და მისი გასართობი შოუ თითქმის ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაშია პოპულარული. 45 წლის ანაბელი პერიოდულად ყველაზე სასურველ და სექსუალურ ქალთა შორისაც სახელდება ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ანაბელ კროფტი დიდი ჩოგბურთიდან დიდი ხნის წინათ წავიდა, იგი სპორტთან დღემდე ახლოსაა და თავის თოქ-შოუში არაერთი ცნობილი სპორტსმენი ჰყავს მიწვეული. მათ შორის ისეთი სპორტსმენებიც კი, რომლებიც ინტერვიუზე სიხარულით არასოდეს თანხმდებიან.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094789