პოპულარული სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი, ჩოგნის კარგად ქნევის გარდა, გამორჩეულად ცნობადი, თამამი ფოტოსესიებითაც გახდა და კაცმა რომ თქვას, ეს არც არის გასაკვირი. შაკმარისია, ამ შხვართ ქალს ერთხელ მაინც შეავლო თვალი, რომ მისი გარეგნობა არასოდეს დაგავიწყდება.
გასულ კვირას, ანა ივანოვიჩმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისთვის მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჩიგბურთელის განცხადებით, ფოტოსესიიდან შემოსული მთელი თანხა, ებოლის ვირუსის დასაძლევად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.
უკანასკნელ პერიოდში, ცნობილი სპორტსმენებისთვის, ქველმოქმედება ერთგვარ სავიზიტი ბარათად იქცა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სასიხარულო იმითაცაა, რომ ცნობილ სპორტსმენებს ბევრი ნაკლებად ცნობილი ადამიანიც ბაძავს და საბოლოო ჯამში, ამ გზით არაერთი კარგი საქმე გაკეთდა და კეთდება.







