ძიუდო

19:52 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლიოს მედალი მოიპოვა.

ევროპის შარშანდელი პირველობის ქართველ ჩემპიონს ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა - ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვთან ოქროს დროში მიღებული გაფრთხილების გამო დამარცხდა.

მუდრანოვთან დაჭიდებამდე ამირან პაპინაშვილმა ფინელი ვადუდ ბალატხანოვი, ფრანგი ვინსენტ ლიმარი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი და აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი ჩამოიშორა.

დღესვე ფრანგულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. ხვალ კი მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება და საქმეში საქართველოს ნაკრების წევრები ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111245