კალათბურთი

23:32 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელთა მე-3 გამარჯვება

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ამისთვის, ბევრი ენერგია ამჯერადაც არ დაუხარჯავს.

მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა ახალ ზელანდიას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს, რომელიც 22 ქულის სხვაობით მოუგეს, საბოლოოდ კი, 98:71  იმარჯვეს.

ამერიკელთა რიგებში დევისს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 21 ქულა, 9 მოხსნა. 10 და მეტი ქულა კი კიდევ ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო: ფარიდი (15), ჰარდენი (13), კარი (12), ტომპსონი (12), ირვინგი (10).

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ბილბაო

აშშ – ახალი ზელანდია 98:71 (27:20, 30:15, 18:19, 23:17)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123823