თამაშგარე

18:35 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი მოდელი “ბაიერნის” ფანია

 

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ცნობილი მოდელების უმრავლესობა ფეხბურთის და ფეხბურთელების გულშემატკივარია. გულახდილად რომ ვთქვათ, უფრო ცნობილი და მდიდარი ფეხბურთელების, ვიდრე თავად სპორტის ამ სახეობის – გასაგები მიზეზების გამო. მათში კი, თითო-ოროლა თუ გამოერევა ფეხბურთის მხურვალე, ნაღდი გულშემატკივარი.

ასეთია ამერიკელი მოდელი ჯორდან კრავერი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” ფანია. იგი წარმოშობით გერმანელ-იტალიელია და 14 წლის ასაკიდან ამერიკაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, დღემდე თავისი ქვეყნის გუნდის გულშემატკივრად დარჩა და იმედი აქვს, რომ მისი საყვარელი გუნდი ბრაზილიიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება.

0.116392