თამაშგარე

10:04 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკაში ფეხბურთის პოპულიზატორი ლამაზმანი

ევროპაში რა გითხრათ და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამეტნავად პოპულარულია წარმოშობით კუბელი, ულამაზესი მოდელი, დაიამი პადრონი, რომელიც სამოდელო საქმის გარდა, ევროპული ფეხბურთთაცაა გატაცებული, ამერიკაში “სოკერად” რომ უხმობენ.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის ბოსებს დაიამისათვის არაერთხელ დაუვალებიათ ფეხბურთთან დაკავშირებული სხვადახვა ღონისძიების წაყვანა და ეს შხვართ-კისკისა ქალბატონიც ამგვარ შემოთავაზებებს დიდი სიხარულითა და ინტერესთ თანხმდება ხოლმე.

დაიამი თურმე თვითონაც საკმაოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან ინტერვიუში დაიამი პადრონი ამბობს, რომ მისი აზრით სულ მალე დადგება დრო, როდესაც აშშ-ს მოსახლეობა “სოკერით” კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება და ამ ქვეყანაში ეს სახეობა უპირველესი აუცილებლად გახდება.

0.193901