თამაშგარე

10:47 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიეროს, ცოლი ბოლომდე არ ენდობა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს მეუღლე, სონია ამორუზო ამბობს, რომ თანდათან უფრო უჭირს, ალესანდროზე შეყვარებულ ქალებთან გამკლავება. თურმე, დღე არ გავა, დელ პიეროს მავანი ქალი რომ არ გადაეკიდოს და აქტიური დიაცების ქმრისაგან ჩამოსაშორებლად, სონიას თურმე ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
სონია ამორუზო ასევე ამბობს იმას, რომ ქმრის ერთგულების იმედი კი აქვს, მაგრამ, მთლად ალესანდროს ერთგულების იმედაც ვერ იქნება. ამორუზოს თქმით, ”გასაკეთებელი უმჯობესია საკუთარი ხელით გააკეთოს“. მით უმეტეს, რომ ალესანდრო თითქმის ყველა თაობის ქალებშია პოპულარული.
სხვათა შორის, სონია ამორუზოც თავის დროზე, ალესანდრო დელ პიეროს ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი იყო. შესაძლებელია სონიას სწორედ გასული წლების გამოცდილება უბიძგებს იმისაკენ, რომ ქმარზე ერთგვარი თვალთვალი დააწესოს. იტალიელი ქალების ამბავი მან ალბათ ყველაზე კარგად იცის...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096146