ფეხბურთი

11:46 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი - მსოფლიოში მეორე საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით

ბრიტანულმა Footballzz-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა: ეროვნულ ჩემპიონატებში ერთი ფეხბურთელის შედეგიანობა საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით. იგულისხმება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგები). პირველ ადგილზე "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ლეო მესია, მეორეზე კი ქართველი გიორგი ალავერდაშვილი, რომელიც ლიტვურ "შიაულიაიში" თამაშობს.

ეს სტატისტიკური მონაცემები გასულ კვირასაა შედგენილი, როცა ალავერდაშვილს 5 მატჩში 7 გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა მას შემდეგ კიდევ გაიტანა და 6 შეხვედრაში 8 ბურთი მოუგროვდა.

საიში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გოლი იმაზე მეტი აქვთ გატანილი, ვიდრე მატჩი აქვთ ჩატარებული. ანუ, საშუალოდ 1 გოლზე მეტი გააქვთ.

წინა ტურის მონაცემებით, ასეთი სულ 8 ფეხბურთელია:

 

1. ლეო მესი ("ბარსელონა", ესპანეთი/არგენტინელი) - 1,47 გოლი ერთ მატჩში

2. გიორგი ალავერდაშვილი ("შიაულაი", ლიტვა/ქართველი) - 1,40

3. რორი პატერსონი ("დერი სიტი", ირლანდია/ჩრდილოირლანდიელი) - 1,17

4. ევალდას რაზულისი ("ატლანტასი", ლიტვა/ლიტველი) - 1,17

5. სტეფანო ბენსი ("ფოლა ეში", ლუქსემბურგი/ლუქსემბურგელი) - 1,13

6. ენტონი ელდინგი ("სლაიგო როვერსი", ირლანდია/ინგლისელი) - 1,12

7. ვილფრიდ ბონი ("ვიტესი" ჰოლანდია/კოტდივუარელი) - 1.11

8. კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი/პორტუგალიელი) - 1,03

ალავერდაშვილი გასული სეზონის მეორე ნახევარშიც შედეგიანი გახლდათ, კერძოდ, "ბამგაში" 15 მატჩში 11 გოლი შეაგდო. თუმცა, წლეულს ყველა მოლოდინს აჭარბებს.

ალავერდაშვილის წლევანდელი გოლების ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=vzGjeDCdCeY&desktop_uri=%2Fwatch%3Fv%3DvzGjeDCdCeY

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098432