ფეხბურთი

14:00 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აირლანდმა “სტოკ სიტისთან” სამწლიანი გააფორმა

 

ინგლისის “სტოკ სიტის” ცენტრალურმა ნახევარმცვლმა სტივენ აირლანდმა კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელი”სტოკში” “ასტონ ვილამ” გაანათხოვრა. ზამთარში კლუბმა აირლენდის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა გადაწყვიტა, ხოლო ახლა ირლანდიელს ხელშეკრულება 2017 წლამდე დაუდო.

“ნებისმიერი მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი საჭიროდ და ოჯახის წევრად იგრძნოს, რაც მართალი გითხრათ ძალიან დიდი ხანია არ მქონია. საბედნიეროდ, აქ თბილად შემხვდნენ, ხოლო “სტოკზე” უკეთეს ადგილზე ვერ აღმოვჩნდებოდი” – იუწყება აირლენდის სიტყვებს “სტოკის” ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ “სტოკის” თავკაცი მარკ ჰიუზი ირლანდიელს სტაბილურად ათამაშებს, რის შესაძლებლობაც აირლანდს არც “ასტონ ვილაში” ჰქონდა და არც “მანჩესტერ სიტიში”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11837