ვეტერანი იაპონელი ფეხბურთელი - ჰიდეტოში ნაკატა, ფეხბურთელთა შორის, ერთ-ერი იშვიათთაგანია, რომელიც არც ერთ რელიგიას არ აღიარებს. მეტიც – ნაკატა ათეისტიც კი არ არის. იგი თავს აგნოსტიკოსად მიიჩნევს და თვლის, რომ ფეხბურთელებს სტადიონზე სახალხოდ ლოცვა უნდა აეკრძალოთ.
ნაკატას განსაკუთრებულ გაღიზიანებას ისლამის მიმდევარი აზიელი ფეხბურთელები იწვევენ, რომლებიც ხანდახან შუა თამაშის დროს ემხობიან მიწაზე და ლოცვას იწყებენ. ეს ჟესტი ჰიდეტოშის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა გულშემატკივრების რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რათა ფეხბურთელებმა ქომაგებს საკუთარი ღვთისმოსავობა დაუმტკიცონ და პოპულარობა ასე მოიპოვონ.
“რწმენას არავის ავუკრძალავ და არც იმას ვაპირებ, რომ ვინმე მორწმუნეობის გამო გავაკრიტიკო. მაგრამ ჩვენს დროში, სახალხოდ შუა სტადიონზე ლოცვა, (რასაც ხანდახან სამწუხაროდ, იაპონელი ფეხბურთელებიც სჩადიან) არაა სწორი საქციელი, რადგან ეს არის ამა თუ იმ რელიგიის ეხეში პროპაგანდა. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ფეხბურთელებს სტადიონზე ლოცვას აუცილებლად ავუკრძალავდი. ამისათვის ყველა ქვეყანაში უამრავი მეჩეთი და ეკლესია არსებობს!” – ამბობს ნაკატა, რომელიც ტოტემისტურ (ძველი რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ცხოველებსა და უსულო საგნებს ეთაყვანება) ოჯახშია გაზრდილი.







