ფეხბურთი

17:51 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: “პასტორე პსჟ-ში რჩება”

პსჟ-ის არგენტინელი შემტევის, ხავიერ პასტორეს აგენტმა – მარსელო სიმონიანმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მომავალ სეზონშიც პარიზულ გუნდში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას Get French Football ავრცელებს.

უკანასკნელ პერიოდში, პასტორეს მომავალი საკმაოდ ბევრ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ პარიზული კლუბის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ კონკრეტული წინადადებით არავინ შეხმიანებიათ, თავად ფეხბურთელმა კი კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ამის მიუხედავად, მადრიდის “ატლეტიკომ” მაინც სცადა ფეხბურთელის გადაბირება და მის აგენტსაც დაუკავშირდა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

“ატლეტიკოს” ხელმძღვანელები დაგვიკავშირდნენ, მაგრამ პასტორე “პსჟ”-ში რჩება.” – განაცხადა სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ პასტორე “პსჟ”-ში “პალერმოდან” 2011 წელს გადავიდა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 96 მატჩში მხოლოდ 18 გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114712