ფეხბურთი

21:06 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკაატი სერბებს უთავკაცებს

 ევრო2016-ის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთის ნაკრებს გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი უთავკაცებს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ადვოკაატმა ბალკანელთა საფეხბურთო ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“რამდენიმე წინადადება მქონდა, მაგრამ არჩევანი სერბეთზე შევაჩერე, რადგან ვთვლი, რომ ბალკანელებთან ერთად ბევრის მიღწევა შემიძლია. ევროპის მომავალი ჩემპიონატით უნდა დავიწყოთ. შესარჩევ ეტაპამდე და მისი მსვლელობისას დიდძალი სამუშაოს გაწევა გვმართებს. ვიცი, რომ სერბი ფეხბურთელები ნაკრების ღირსების დაცვისას ძალას არ იშურებენ. რთული საკვალიფიკაციო ციკლი გველის, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, - განაცხადა ადვოკაატმა სერბთა უპირველესი საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.

ევრო2016-ის შესარჩევ ეტაპამდე სერბები 7 სექტემბერს ფრანგების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ, საკვალიფიკაციო ციკლში კი 11 ოქტომბერს ერევანში სომხებს შეხვდებიან, 14-ში კი ალბანელებს უმასპინძლებენ.

 

0.113816