თამაშგარე

12:14 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო ცოდვებს არ აღიარებს

როგორც იცით, იტალიური ”რომას” ბრაზილელი ფორვარდი – ადრიანო, სამშობლოდან გვარიანად ნასვამ-ნაჭამი, როგორც იქნა დაბრუნდა იტალიაში. ოფიციალურად, ადრიანო ტრავმის მოსაშუშებლად სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, რეალურად, კი, თავის ასევე “პურისმჭამელ” მეგობრებთან და გოგონებთან ერთად, მთელს დღეებს პლაჟზე ხვინტრიცსა და სმა-ჭამაში ატარებდა და მისი თავაშვებულობა ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს კიდეც ფოტოობოექტივზე.
მაგრამ ადრიანო რისი ადრიანოა, რომ იხტიბარი ეგრე ადვილად გაიტეხოს? როდესაც იტალიაში ჩასულს აპენინელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ბრაზილიაში ქვიშაში კოტრიალისა და ქათმის ბარკლების ძიძგვნისათვის რატომ წახვედიო, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ურცხვად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მას ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა მოუგონეს და მას სამშობლოში ყოფნის დროს გალაღება არც კი უფიქრია. არადა, არსებობენ ადრიანოს ხვინტრიცის მეტყველი თვითმხილველებიცა და უტყვი ფოტო კადრებიც, მაგრამ არ აღიარებას ეს კაცი ამ ყველაფერს და რა გინდა რომ ქნა?!...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088948