თამაშგარე

10:08 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან მუტუ და ლეგენდარული რეპერი

რუმინელი ფეხბურთელი, ადრიან მუტუ სკანდალური ვინმე რომ იყო, ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჯერ რუმინეთის, შემდეგ კი იტალიის პოლიციამ არამხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების, არამედ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავა.

ახლა, ადრიანი ირწმუნება, ნარკოტიკებისგან შორს ვდგავარო, თუმცა “საეჭვო“ ხალხთან ყოფნას კი მოუხშირა და თუნდაც იმის თქმა რად ღირს, რომ მუტუს მეგობარი არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარული ამერიკელი რეპერი, სნუპ დოგი გახდა.

სნუპ დოგმა მუტუ თავის ახალ კლიპშიც გადაიღო და საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლებელია ვლახი მობურთალი სერიოზულად დაინტერესდეს ამერიკული შოუბიზნესით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სნუპ დოგიც რამდენჯერმე გაეხვა ნარკო-სკანდალში და როგორც ჩანს მუტუსთან ამ შავტუხა კაცს მართლაც ბევრი საერთო აქვს... 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088684