ფეხბურთი

16:07 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრო, როცა მარადიული ქალაქი ჩერდება

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში რომაული დერბი გაიმართება. ამ გუნდების დაპირისპირებას უდიდესი ისტორია აქვს და ინტერესი ყოველთვის თან გასდევს.

გადავწყვიტეთ კვირას გასამართი მატჩის წინ რამდენიმე საინტერესო დეტალი შეგვეკრიბა, რაც გარკვეულ წარმოდგენას თამაშის წინ კიდევ უფრო გაზრდის.

პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში

“რომა” მიმდინარე ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს, მისი თანაქალაქელი მეტოქე კი მესამეს. ერთმანეთთან დაპირისპირების წინ ასეთ მაღალ სატურნირო პოზიციაზე ორივე ერთად 2007 წელს გამართული “დერბი დელა კაპიტალეს” შემდეგ არ ყოფილან. გუნდები მაშინ 34-ე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც იმავე პოზიციებს იკავებდნენ, რასაც ახლა.

ყველაზე უკეთ ბოლო ტურებში და არამარტო...

რომის “ლაციოს” უკანასკნელი ოთხი ტურის მიხედვით სერია A-ში ქულათა საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამ შეხვედრებიდან სტეფანო პიოლის გუნდმა ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლი მაინც გაიტანა. აღნიშნული ცხრილის მიხედვით მეორე “რომაა” – რვა ქულით. თავის მხრივ, “რომამ” ჩემპიონატში გამართული 17 მატჩიდან 11-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, ეს წლევანდელი სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. “რომა” საუკეთესოა მომენტების რეალიზების მხრივაც – “ჯალოროსიმ” შექმნილი სახიფათო ეპიზოდების 17% გამოიყენა. ამავე მაჩვენებლით “ლაციო” მეორე ადგილზეა – 16.7%-ით. დეკემბრის თვიდან მოყოლებული რუდი გარსიას გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა (30 დარტყმა მათი კარის მიმართულებით), ხოლო “ლაციალეს” ერთი მეტი გოლი აქვს გაშვებული (32 დარტყმიდან).

“რომაზე” მეტად იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ ბურთს ვერცერთი გუნდი ფლობს. “მგლების” მაჩვენებელი საშუალოდ ერთ მატჩში 62.5%-ს უტოლდება.

“რომას” შემადგენლობიდან თავის გამოჩენა უკვე მოახერხა ცამეტმა სხვადასხვა ფეხბურთელმა, ხოლო “ლაციოს” ექვს ფეხბურთელს მინიმუმ სამი გოლი უკვე აქვს ანგარიშზე ჩაწერილი.

შემოქმედები

ფრანჩესკო ტოტი რომაულ დერბიში მეათე გატანილი გოლის მოლოდინშია. ამჟამად ლეგენდარულ თავდამსხმელს “ლაციოს” კარი ცხრაჯერ აქვს აღებული, ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია, ოღონდ “ჩესკო” ამ ნომინაციას ყოფილ თანაგუნდელ მარკო დელ ვეკიოსთან ერთად იყოფს. დელ ვეკიოსაც სწორედ 9-ჯერ გაუტანია დერბიში.

რომის “ლაციოს” ვეტერან ფორვარდ მიროსლავ კლოზეს “დელა კაპიტალეში” ექვსჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, ორჯერ კი გოლიც გაიტანა. მატჩებში, რომლებშიც გერმანელმა იხეირა, მისი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

“ლაციოს” სახელი კარგ მოგონებებს აღძრავს “რომას” სერბი შემტევის ადემ ლიაიჩისთვისაც. ლიაიჩს იტალიური გუნდებიდან ყველაზე მეტი, ოთხი გოლი სწორედ “ლაციალეს” კარში აქვს გატანილი. მათ შორის სადებიუტო სერია A-ში (2010 წელს, “ფიორენტინას” მაისურით).

რომაული დერიბში დებიუტი ექნება ბოლო პერიოდში დიდებულ ფორმაში მყოფ ბრაზილიელ ფელიპე ანდერსონს, რომელიც “ლაციოს” ლიდერად ნელ-ნელა ყალიბდება.

“რომა” “ლაციოს” მეტად საინტერესო შეხვედრა 11 იანვარს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

https://www.youtube.com/watch?v=Rw3cdUCUzhQ

https://www.youtube.com/watch?v=p8-i2cy-1SE

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1198