თამაშგარე

10:39 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ ოღრაშობა აღიარა

რამდენიმე წლის წინ, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო ბრაზილიურმა მედიამ ტრანსექსუალებთან სექსში ამხილა და მაშინ ფოტოებიც გავრცელდა, სადაც ასახული იყო, “კიჭა” თავხოტორა ბრაზილიელი ტრანსესვიტებს როგორ ეღლაბუცებოდა.

მაშინ რონალდომ ყველა ბრალდება იუარა და ფიცი-მტკიცი დაიწყო, მაგ ხალხთან არაფერი მაკავშირებდა და ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილიაო. რონალდო იმასაც კი იძახდა, ჩემზე ჭორების გამავრცელებლებს სასამართლოში ვუჩივლებ და ასე დავიცავ სიმართლესო.

ახლა კი, არავინ იცის რა გრძნობამ წამოუარა და რონალდომ საჯაროდ განაცხადა და აღიარა, რომ ტრანსექსუალებთან მართლაც ჰქონდა “რაღაც”, თუმცა ამას მისი სექსუალური ორიენტაცია არ შეუცვლია. სექსუალური ორიენტაციისა რა გითხრათ და ამ ყველაფრის უკან ცოტა სხვაგვარი ამბები რომ დგას – ფაქტია...

0.096149