ძიუდო

20:02 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი არა მარტო თავისი, არამედ შვიდივე წონის აბსოლუტური ლიდერია
მსოფლიო ძიუდოს ქართული ტრიუმფი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2013-14 წლების ყველა საერთაშორისო ტურნირის შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომლითაც სპორტსმენები ახალ სეზონს დაიწყებენ. ვაჟთა შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს სათავეში კვლავ ქართველი ძიუდოისტები უდგანან. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ნომერი ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილია, რომელიც არა მარტო თავისი წონის, არამედ შვიდივე წონის აბსოლუტური ლიდერია. საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენის ანგარიშზე 3610 ქულაა და უახლოეს მდევრებთან იმხელა უპირატესობა აქვს, სულ რომ არ გავიდეს ტატამზე, შეიძლება სეზონის ბოლოსაც ლიდერის რანგში შეხვდეს. ჭრიკიშვილის უახლოეს მდევარს კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს 1936 ქულა აქვს.

90 კილოგრამს სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი უდგას, 2470 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ უნგრელ კრისტიან ტოტს ქართველი ძიუდოისტი 463 ქულით უსწრებს.

უმსუბუქეს წონაში ქართული გუნდის ლიდერი ამირან პაპინაშვილი აგვისტოს ბოლოს ჩელიაბინსკში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებდა მესამე ადგილს ისე, რომ ერთ ტურნირშიც არ მიუღია მონაწილეობა. ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პროცესის გამო ვერც ტოკიოს გრან სლემზე შეძლო კიმონოს მორგება, მაგრამ ახალ სეზონს მეორე ადგილით ხვდება. აქამდელ მეორეადგილოსანს, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს წინა სეზონების ქულები ჩამოეჭრა და ერთი საფეხურით დაქვეითდა. წონის ლიდერი მონღოლი ბოლდბაატარ განბატია (2676). პაპინაშვილი მას 396 ქულით ჩამორჩება, ხოლო ტაკატო პაპინაშვილს – 320 ქულით.

მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი 2021 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს. მასზე წინ მსოფლიოს 7-გზის, ევროპის 4-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი (2500) და ბრაზილიელი რაფაელ სილვა (2302) დგანან.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დღეს ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგიც გამოაქვეყნა და მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი მოხვდა. სწორედ ისინი, რომლების პირად რეიტინგზეც ზემოთ უკვე წაიკითხეთ. ჭრიკიშვილი აბსოლუტური ლიდერია, ლიპარტელიანი მეხუთე ადგილს იკავებს, პაპინაშვილი მეშვიდეა, ხოლო ოქრუაშვილი – მეცხრე.

რაც შეეხებათ სხვა ქართველ ძიუდოისტებს, მათგან თავიანთი წონითი კატეგორიების ათეულებში ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) შედიან. ორივე მეათე ადგილით.

ნუგზარ ტატალაშვილი 73 კილოგრამში მე-13 საფეხურს იკავებს, ზვიად გოგოჭური კი 90 კილოგრამის მე-16 ნომერია.

ყველაზე უიმედო მდგომარეობა 66 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშია. 66 სულაც საქართველოს ნაკრების უსუსტესი წერტილია. ყველაზე მაღალი რეიტინგი შალვა ქარდავას აქვს, რომელიც 48-ე ადგილზეა. 100-ში კი ქართველთაგან მოწინავე ალექსანდრე მსხალაძეა (36-ე ადგილი).

ვაჟთა შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს, აბსოლუტური რეიტინგ-სიის მოწინავე ათეულს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს აქვე გთავაზობთ.

ძიუდო

მსოფლიოს რეიტინგი

კაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ) 2676

2 ამირან პაპინაშვილი 2280

3 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1960

4 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლ) 1826

5 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 1820

56 ლუხუმ ჩხვიმიანი 250

117 პაატა მერებაშვილი 72

124 გიორგი მესაბლიშვილი 60

149 ბეთქილ შუკვანი 41

161 ლაშა გიუნაშვილი 36

210 ვაჟა მარგველაშვილი 13

291 გიორგი ბროლაშვილი 1

291 ლერი ჭელიძე 1

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი) 1961

2 მასაში ებინუმა (იაპონია) 1800

3 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) 1800

4 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღ) 1710

5 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1591

48 შალვა ქარდავა 394

65 ლაშა შავდათუაშვილი 266

68 ტრისტან ფეიქრიშვილი 237

99 ვაჟა მარგველაშვილი 110

116 თორნიკე თათარაშვილი 91

135 მინდია ლილუაშვილი 72

243 კახა ცაგარელი 12

275 გელა კელიხაშვილი 8

284 ვანიკო თოთლაძე 6

328 ბექა შავდათუაშვილი 2

361 გიორგი ქალდანი 1

73 კგ

1 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1880

2 ვიქტორ სკვორტოვი (აგს) 1640

3 საგი მუკი (ისრაელი) 1636

4 როკ დრაკშიჩი (სლოვენია) 1510

5 კუკ იონ ჰონგი (ჩრდ. კორეა) 1456

13 ნუგზარ ტატალაშვილი 1164

29 ლაშა შავდათუაშვილი 588

30 ზებედა რეხვიაშვილი 572

202 ზურაბ ნოზაძე 27

212 არსენ მაჭარაშვილი 24

226 ფრიდონ გიგანი 21

232 ამბაკო ავალიანი 18

239 თამაზ კირაკოზაშვილი 16

284 გიორგი პაპუნაშვილი 7

327 თენგიზ პაპოშვილი 2

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 3610

2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) 1936

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1784

4 ლუის პიეტრი (საფრანგეთი) 1748

5 ტრევის სტივენსი (აშშ) 1490

24 უშანგი მარგიანი 642

36 ლევან წიკლაური (რუსეთი) 468

78 ზებედა რეხვიაშვილი 180

182 ამბაკო ავალიანი 36

250 გიორგი პაპუნაშვილი 12

266 პაატა ღვინიაშვილი 10

276 იასონ ჩილინდრიშვილი 7

346 ლაშა ზურაბიანი 1

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი 2470

2 კრისტიან ტოთი (უნგრეთი) 2007

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1941

4 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1518

5 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია) 1484

10 ბექა ღვინიაშვილი 997

16 ზვიად გოგოჭური 845

125 პაატა ღვინიაშვილი 69

184 ლაშა ტაველური 20

203 არჩილ გოგოლაშვილი 12

100 კგ

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2588

2 სირილ მარე (საფრანგეთი) 2246

3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია) 1670

4 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1612

5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1574

36 ალექსანდრე მსხალაძე 336

74 დავით ლორიაშვილი 139

80 გურამ თუშიშვილი 125

109 ლევან ჟორჟოლიანი 61

137 ნოდარ მეტრეველი 32

144 ლაშა გურული 31

147 ვარლამ ლიპარტელიანი 30

195 გიორგი ნოზაძე 8

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2500

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2302

3 ადამ ოქრუაშვილი 2021

4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 1954

5 რენატ საიდოვი (რუსეთი) 1884

10 ლევან მატიაშვილი 1029

112 გიორგი ზაქარიაძე 53

116 ნოდარ მეტრეველი 50

132 ონისე ბუღაძე 39

177 როსტომ ხახალეიშვილი 3

აბსოლუტური რეიტინგი

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 3610

2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ) 2676

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2588

4 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2500

5 ვარლამ ლიპარტელიანი 2470

6 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2302

7 ამირან პაპინაშვილი 2280

8 სირილ მარე (საფრანგეთი) 2246

9 ადამ ოქრუაშვილი 2021

10 კრისტიან ტოთი (უნგრეთი) 2007

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116791