ძიუდო

11:25 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა სეზონი სამინისტროში გახსნეს

გუშინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართა. დღის წესრიგში სამი საკითხი შედიოდა:

1 აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.

2 2013-2014 წლებში ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.

3 საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა)

დელეგატებმა ჩათვალეს, რომ აღმასკომის წევრის ჩანაცვლების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს და პირველი საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

ბოლო ორი წლის ანგარიში დამსწრეთათვის საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წაიკითხა. მანვე ისაუბრა მესამე საკითხზეც. წესდებაში ცვლილებების შეტანის თემას კამათი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. ცვლილების თანახმად, ძიუდოს კლუბებს, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მომდევნო საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე დელეგატი ეყოლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113905