ფეხბურთი

20:31 | 2.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ჯოშუა კიმიჩს დაიმატებს

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “შტუტგარტის” 19 წლის გერმანელი ნახევარმცველი ჯოშუა კიმიჩი 2015 წლის 1 ივლისიდან კარიერას “რეკორდმაისტერთა” რიგებში გააგრძელებს. “ბაიერნი” ახალგაზრდა ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

“შტუტგარტის” მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელი ამჟამად მეორე ბუნდესლიგის ბინადარ “ლაიფიგის” შემადგენლობაში განათხოვრების წესით თამაშობს და სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიელებთან კონტრაქტს გააფორმებს. კიმიჩის გადაბირების სურვილი “ბაიერნის” სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს და მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჰქონდათ.

ჯოშუა 2014 წელს გერმანიის 19-წლამდელთა ასაკის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში კიმიჩმა მეორე ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05873