სხვადასხვა სახეობებში გერმანიის ნაკრებთა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ჟურნალ Playboy-სთვის იპოზიორეს და ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებას, მათ მხარდასაჭერად დამატებითი მიზეზი მისცეს. ხსენებული ჟურნალის გარეკანზე 18 წლის მხატვრული ტანმოვარჯიშე რეგინა სერგეევა, 37 წლის მოცურავე ანჟელა მაურერი, 29 წლის კრისტინა შუტცე (ბალახის ჰოკეი), ასევე 29 წლის წყალში მხტომელი კრისტინ შტოიერი და 28 წლის ტყვიის მსროლელი ბეატე გაუსი მოხვდნენ. ჟურნალის გარეკანს კი, შემდეგი წარწერა ამშვენებს – “5 ოქროს მიზეზი, ზაფხულის ტელევიზორთან გასატარებლად”.
“ოლიმპიადის დაწყებამდე სპორტსმენები გვიჩვენებენ თუ, რას უნდა ველოდეთ მათგან ლონდონში”, - წერია გამოცემაში. ლამაზმანების სპორტული მიღწევებიც თუ, ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც ფოტოები, მაშინ გერმანიას 5 ოქროს მედალი განაღდებული ექნება.
მნიშვნელოვანი შეჯიბრებების წინ, თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობა გერმანელი ქალბატონებისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა. მაგალითად, ორი წლის წინათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე Playboy-სთვის 20-წლამდელ გოგონათა ფეხბურთელთა ნაკრებმაც იპოზიორა, რის შემდეგაც ტრიუმფული გამარჯვება მოიპოვა.
ასე, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენელ სპორტსმენებს, ისღა დარჩენიათ გაიხადონ.







