ჭიდაობა

16:37 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძემ ახალ პრეზიდენტს დოკუმენტაცია გადააბარა

ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების საქმიანი შეხვედრა გაიმართა ფალავანთა კლუბში.

ლუკა კურტანიძემ მანუჩარ კვირკველიას ფედერაციის ბეჭდები და დოკუმენტაცია გადააბარა. ყოფილმა პრეზიდენტმა კვირკველიას წარმატებები უსურვა.

მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 26 დეკემბერს აირჩიეს. ის ვიცე-პრეზიდენტებისა და საკუთარი გუნდის დასახელებას ახალი წლის შემდეგ გეგმავს.

ლუკა კურტანიძე:
“ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, ვუსურვებთ ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მანუჩარს უფრო მეტი სიმაღლეებისთვის მიეღწიოს, უფრო მეტი გამარჯვებების მოტანას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის”.

მანუჩარ კვირკველია: “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლუკას და ყველა სპორტსმენს, დელეგატებს, პრეზიდიუმის წევრებს, ასე დამოკრატიულად რომ ჩაიარა ყველაფერმა”.

0.114857