ფეხბურთი

10:50 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინა

footyheadlines.com-ის ინფორმაციით, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ფინალის სათამაშო ბურთი წარადგინა. ბებერი კონტინენტის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალი 2015 წლის 6 ივნისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის “ოლიმპშტადიონზე” გაიმართება.

ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის მატჩებია გასამართი. ევროპის საუკეთესო 16 გუნდი უკვე დაწყვილდა - პირველი მატჩები 17, 18, 24, 25 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 10, 11, 17 და 18 მარტსაა დაგეგმილი.

მეოთხედფინალური დაპირისპირებები 14 და 15 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებით შეხვედრებს გუნდები 21 და 22 აპრილს ჩაატარებენ. ნახევარფინალური მატჩების ჩასატარებელი დრო ორ დღეზეა განაწილებული. საუკეთესო გუნდებისგან შემდგარი ორი წყვილი ურთიერთობას ორრაუნდიან დაპირისპირებაში 5, 6, 12, და 13 მაისს გაარკვევს, ხოლო ფინალი როგორც მოგახსენეთ 6 ივნისს ბერლინში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112764