მაღალი მოდის მოყვარულებმა ალბათ ნაკლებად იციან, რომ დღეს მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ესტონელი მოდელი, კარმენ კასი, სანამ სამოდელო საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდა, საკმაოდ წარმატებული ხელბურთელი იყო და თავის სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლებოდა.
კარმენ კასი ხელბურთს დღემდე ვერ ელევა და თავისუფალ დროს თავის მეგობრებთან და ყოფილ თანაგუნდელებთან ხშირად თამაშობს. როგორც კარმენი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, სპორტს სამოდელო ბიზნესი მას შემდეგ არჩია, როდესაც ერთ-ერთმა იტალიურმა ცნობილმა სამოდელო სახლმა კონტრაქტი შესთავაზა.
”ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული და ადვილი შესაძლებელი იყო, რომ სპორტსმენი გავმხდარიყავი, თუმცა, როგორც ხედავთ, საბოლოოდ მაინც მოდელობა ავარჩიე. ეს საქმე ახლა ძალიან მიყვარს და მომავალში დანაზოგით საკუთარი სამოდელო სახლის გახსნას ვაპირებ. ამის მიუხედავად, სპორტი ძველებურად მიტაცებს და ყველა ახალგაზრდას ვურჩევ სპორტშის რომელიმე სახეობაში ჩაებას”, – ამბობს ესტონელი მოდელი.







