ფეხბურთი

15:44 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ნეიმარი ორი დღით მეტს დაისვენებენ

ლიონელ მესისა და ნეიმარს სხვა ბარსელონელ თანაგუნდელებთან შედარებით პრივილეგია ექნებათ და შვებულებას ორი დღით გაიხანგრძლივებენ.

გადაწყვეტილება მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიიღო და სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს მეტი დასვენების საშუალება მისცა. ფეხბურთელები “კორდობასთან” მოგებული მატჩის შემდეგ საშობაო არდადაგებზე წავიდნენ და კლუბს 30 დეკემბერს დაუბრუნდებიან, ხოლო ნეიმარი და მესი - 2 დღის შემდეგ. 4 იანვარს უკვე “სოსიედადთან ” მე-18 ტურის მატჩია. არაა გამორიცხული, რომ მესიმ და ნეიმარმა ეს თამაში გამოტოვონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113017