ფეხბურთი

15:25 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაბიადინი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს

ავტორიტეტული გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ნაკრებისა და “სამპდორიას” თავდამსმხმელი მანოლო გაბიადინი კარიიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს.

23 წლის ცენტრფორვარდის ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელის ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს და გენუელები მის დათმობას ნაკლებ ფასად არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და ერთხელ სხვასაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება. გაბიადინი “სკუადრა აძურას” მაისურით მოედანზე ორჯერ გამოჩნდა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

0.11367