კალათბურთი

15:10 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილის “ზლატოროგმა” მე-8 გამარჯვება იზეიმა

მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგი” სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

ამჯერად, ლაშკოელები “ჰელიოსს” ესტუმრნენ და 66:61 მოიგეს, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა 13 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბერიშვილმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ზლატოროგმა” 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117092