ჭადრაკი

14:53 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დასკვნითი ტურის წინ...

დასასრულს მიუახლოვდა უნგრეთში მიმდინარე ახალგაზრდული საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლოსწინა ტურში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3.5:0.5 დაამარცხა უნგრეთის მე-3 გუნდი და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა.

ქართველ მოჭადრაკეთა აქტივში 9 ტურში აღებული 11 ქულაა და დამატებითი მაჩვენებლებით, ისინი მე-14 ადგილზე იმყოფებიან. 16-16 ქულით პირველ-მეორე პოზიციებს ირანი და ინდოეთი ინაწილებენ, რუსეთი კი 15 ქულით მესამეა. საპრიზო ადგილებს სწორედ ეს გუნდები გადაინაწილებენ.

დასკვნით ტურში ქართველი მოზარდების მეტოქე პოლონელ თანატოლთა გუნდი იქნება, უნგრეთის პირველი გუნდი ირანს ეთამაშება, თურქეთი ინდოეთს, ხოლო რუსეთი – უკრაინას.

საქართველოს ნაკრების წევრთა ინდივიდუალური შედეგები ასეთია: 1. სიბაშვილი - 4 (8), 2. თუთისანი – 5.5 (9), 3. ხომერიკი – 4 (9), 4. ღვამბერია – 6.5 (9), 5. ცომაია - 0 (9).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116094