ჭადრაკი

14:41 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში აზალაძემ იმარჯვა!

საერთაშორისო ოსტატ შოთა აზალაძის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ქართული გრან-პრის დასკვნითი ეტაპი რაპიდში!

9-დან 7.5 ქულით აზალაძემ პირველობა გიგა ყუფარაძესთან ერთად გაინაწილა. ვინაიდან, მათი ყველა დამატებითი მაჩვენებელი თანაბარი იყო, მათ შორის გამარჯვებული პირადმა მატჩმა გამოავლინა.

გამარჯვებულ ორეულზე ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს კონსტანტინე შანავამ (2526), ივერი ჭიღლაძემ (2336). თუმცა, ბუხგოლცის ცხრილით მესამე საფეხური შანავამ დაისაკუთრა.

0.115946