კალათბურთი

14:33 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის “აკადემია” გახდა

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „აკადემია“ გახდა. უხვქულიან და საინტერესო ფინალში ალეკო ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნიკა ჯანდიერისა და ამროსი ორმოცაძის „იბერი“ 106:93 დაამარცხეს.

შეხვედრის დასაწყისში მოპოვებული ლიდერობა აკადემიელებმა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვეს. „იბერი“ ირაკლი სულხანიშვილის წინამძღოლობით ცდილობდა ვითარების შეცვლას, მაგრამ ანგარიშის შემცირებაზე მეტს ვერაფერს ახერხებდა და საბოლოოდ, ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სულხანიშვილმა ფინალურ მატჩში 62 ქულა ჩააგდო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მიშო ზურაბაშვილმა „აკადემიას“ 51 ქულა შესძინა და ამ გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო.

ამ კალათბურთელებმა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ დაწესებული ინდივიდუალური პრიზები დაისაკუთრეს. სულხანიშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო ზურაბაშვილი ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ტურნირის სიმპათია გახდა მესამე ადგილზე გასული „ორბის“ გამთამაშებელი გაბო გორგაძე. ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეები და პრიზიორი გუნდების წევრები ტურნირის მთავარი ორგანიზატორის, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა.

კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა „აკადმეიას“ საჩემპიონო თასი გადასცა, პრიზები კი კავშირის გამგეობის წევრებმა ზაზა ღონღაძემ, ლევან წულაიამ, დავით გოცირიძემ დაარიგეს. დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა ტურნირის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა.

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი. სპორტის სასახლე. 20 დეკემბერი

ფინალი

იბერი – აკადემია 93:106 (17:24, 24:25, 23:28, 29:29)

იბერი: სულხანიძვილი (62ქ, 13მ), გიორგაძე (7), ჭიჭინაძე (6), გელოვანი, ჩხიტუნიძე (9), ჭყონია (8), ძნელაძე, გოგოლაშვილი

აკადემია: ანდრონიკაშვილი (19ქ, 9პ), მიქელაძე (15ქ, 15მ), კოპალეიშვილი, ზურაბაშვილი (51), რუხაძე (1), ცხვარაძე, ქროული, ფეიქრიშვილი, ლაზვიაშვილი (10), მიმინოშვილი (10)

მე-3 ადგილისთვის

ორბი 78:62 მართვე

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111964