ფეხბურთი

13:41 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰანკემ კარიერა დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიკე ჰანკემ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ჰანკემ ბუნდესნაკრებთან ერთად 2006 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, სულ კი ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

საკლუბო დონეზე ჰანკე “შალკეს”, “ვოლსბურგის”, “ჰანოვერის”, “მიონხენგლადბახისა” და “ფრაიბურგის” ღირსებას იცავდა. გერმანელის ბოლო კლუბი ჩინური “გუიჯოუ რენჰე” გახლდათ, სადაც კარიერა დაასრულა კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098448