კალათბურთი

11:42 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “კლიპერსს” 5 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” სტუმრად “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” 102:106 დამარცხდა.

ზაზა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 20 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ზაზამ სამიდან 1 ორქულიანი გამოიყენა და 4-დან 3 საჯარიმო სროლა მოათავსა კალათში, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.

“მილუოკელთა” რიგებში საუკეთესო ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ ( 19 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი), მატჩის საუკეთესო მექულე კი “კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი იყო, რომელმაც გუნდს 27 ქულა შემატა.

“მილუოკის” სეზონში 14 მოგება და 14 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112911