თამაშგარე

10:58 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანი ორტეგას დიეგო ფორლანმა პრობლემები შეუქმნა

ურუგვაელი მოდელი, სტეფანი ორტეგა, ძალიან გააბრაზა ლათინოამერიკული “ყვითელი” მედიის ჭორებმა. ეს მწყაზარი ლამაზმანი იმუქრება, რომ მედიასთან ურთიერთობას სამუდამოდ შეწყვეტს, თუკი ეს უკანასკნელნი მას ოფიციალურად ბოდიშს არ მოუხდიან.

საქმე იმაშია, რომ სტეფანი ორტეგა ამჟამად გათხოვილია და აბა რომელი გათხოვილი ქალის ქმარს მოეწონება, როდესაც გაზეთს გადაშლის და წაიკითხავს, რომ მისი ცოლი ცნობილი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის საყვარელია?... აშკარაა, რომ სტეფანის ქმართან ამ ჭორების გავრცელების შემდეგ დიდი ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია და თავის უდანაშაულობაში დაარწმუნა თუ არა – კაცმა არ იცის...

დიეგო ფორლანის მექალთანეობა საქვეყნოდაა ცნობილი და მისი ბედი სტეფანი ორტეგასთან ალბათ ამიტომაც დააკავშირეს. რეალურად იყო თუ არა რამე მათ შორის – ამის გაგება რთული ამბავია. მით უმეტეს, რომ დიეგო ფორლანიც ირწმუნება, სტეფანისთან არაფერი მქონიაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12953