კალათბურთი

17:14 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ჟალგირისის“ თერთმეტი ნომერი არვიდას საბონისის საკუთრებაა

ლიტვური კალათბურთის ფლაგმანმა „ჟალგირისმა“ გადაწყვიტა, რომ თერთმეტნომრიანი მაისურით არავინ ითამაშოს. როგორც მოგეხსენებათ თერთმეტნომრიანი მაისურით ლეგენდარული კალათბურთელი არვიდას საბონისი თამაშობდა. „ჟალგირისმა“ სწორედ საბონისისთვის პატივის მისაგებად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

ლეგენდარული არვიდას საბონისის კარიერა „ჟალგირისში“1981 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბონისი „ვალიადოლიდში“ და მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. 1995 წელს საბონისი NBA-ს გუნდ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში“ გადავიდა. საბონისი ევროპის 6-გზის წლის საუკეთესო კალათბურთელია. არვიდასი 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1985 წელს ევროპის ჩემპიონი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116