სხვა

10:33 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბიჭების მოგება და გოგონების ფრე

საქართველოს ხელბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდებმა ამხანაგური მატჩები გამართეს. ჭაბუკთა გუნდმა მინსკში ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა ბელარუსის ნაკრები, ხოლო გოგონებმა გლდანში ფრედ ითამაშეს აზერბაიჯანთან.

ჭაბუკთა ნაკრების მატჩის დეტალებს შაბათს მოგაწვდით, ხოლო გოგონათა ნაკრების მეტოქე იყო აზერბაიჯანის გუნდი, რომელიც ძირითადად 1996-97 წლებში დაბადებულებითაა დაკომპლექტებული, განსხვავებით ჩვენი გუნდისგან, რომელიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, ამ ტურნირის მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი კი 1998 წლის 1 იანვარია.

აზერბაიჯანის ამ გუნდმა მაისში, ჯემალ ცერცვაძის თასზე 23-12 დაგვამარცხა. ამჯერად სტუმრებს არ ჰყავდათ ლიდერი, ფოლადოვა, თუმცა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა როლანდ ერაძემ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ათამაშა 6 ხელბურთელი (ყველაშვილი, ვენეცკი, ხურცილავა, ჯავახია, მიხელიძე, ნარიმანიძე).

აზერბაიჯანი თავიდან 6-2 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი ქართველებმა 10-7 მოიგეს და მეორეში, გადელიას გოლებისა და მეკარე ყაველაშვილის კარგი თამაშის შემდეგ 16-11 იგებდნენ. მატჩის მიწურულს ერაძემ შემადგენლობის ცვლა დაიწყო, გადელია კი მაშინ დააბრუნა მოედანზე როდესაც ანგარიში უკვე თანაბარი იყო და დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი. ბოლო შეტევაში აზერბაიჯანელები თეთრაშვილის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, მაგრამ გადელიას შვიდმეტრიანი მეკარე მუსაევამ მოიგერია - 18-18.

როლანდ ერაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: - დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში არაგვიშავდა სწრაფ შეტევაში ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანის დროს. მეორე ნახევარში შემადგენლობის ვარირება დავიწყე. ორი თვეა, გუნდთან ვმუშაობ და პირველი თამაში გვქონდა, ასე რომ მნიშვნელოვანი იყო ყველას გასინჯვა. შედეგისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

ქართველი და აზერბაიჯანელი გოგონები მეორე მატჩს შაბათს გამართავენ. შეხვედრა გლდანში 13 საათზე დაიწყება. გოგონათა ნაკრებს, ახალგაზრდული ოლიმპიადის გარდა (თბილისი, 2015 წლის ივლისი), ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ელის. ეს ტურნირიც საქართველოში გაიმარტება 2015 წლის 20-22 მარტს.

საქართველო (16წ) - აზერბაიჯანი (18წ) 18-18

1 დეკემბერი, გლდანი

საქ: ყაველაშვილი - გადელია 6, მორჩაძე 2, ღვალაძე 2, თეთრაშვილი 2, გაბისონია 2, ქიტესაშვილი 1, ჩოხელი 1, ბერიძე 1, კუნელაშვილი 1, ჩოგოვაძე, გიორგაძე

აზ: მ. მუსაევა, სალამოვა - კალმიკოვა 6, სმაგინა 4, გ. გულიევა 2, მამადოვა 2, რასულოვა 2, ალიევა 1, ბაგიროვა 1, გაჰრამანოვა, ს. მუსაევა, ნაგიევა, ბაირამოვა, ნ. გულიევა

მსაჯები: გ. სურმავა, ზ. სიმონია

http://geohandball.ge/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111897