ჩოგბურთი

1:20 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ 50-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანკარაში გამართული 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ფინალურ მატჩში გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი უკრაინელ ოლეკსანდრა კორაშვილს და ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრნენ და 6:4, 7:6 (7:5) სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101819