ფეხბურთი

15:19 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსტემ ხუზინი: “კვირკველია სტატისტიკით პრემიერლიგაში საუკეთესოა”

პერმის “ამკარისა” და ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის რუსტემ ხუზინის აზრით, ამჟამად სტატისტიკური მონაცემებით სოლომონ კვირკველია რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის საუკეთესო მცველია, მაგრამ პირველი პასი დასახვეწი აქვს.

“ჩემპიონატის ამ ეტაპზე სოლომონ კვირკველია სტატისტიკით პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის საუკეთესოა ყველა მაჩვენებლით – ბურთის ართმევაში, საჰაერო ორთაბრძოლებში, ბურთის ჩაჭრაში. ეს ისაა, რაც მისი ამპლუის მოთამაშეს სჭირდება. ერთადერთი რაშიც მოიკოჭლებს - პირველია პასია. ზოგჯერ დაუფიქრებელ გადაცემებს აკეთებს, როგორც წესი მაღალი ტრაექტორიით და სიზუსტის პროცენტი საშუალო აქვს” – თქვა ხუზინმა ინტერნეტპორტალ sport.kazanfirst.ru-სთან ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115851