კალათბურთი

15:09 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “ოკლაჰომას” მოუგო, დურანტმა ტრავმა მიიღო

გამთენიისას NBA-ში 4 მატჩი გაიმართა. “გოლდენ სტეიტმა” შინ “ოკლაჰომას” 114:109 მოუგო. “ოკლაჰომამ” პირველ პერიოდში 40:32 იმარჯვა, მაგრამ “ოკლაჰომას” ლიდერმა კევინ დურანტმა მეორე პერიოდის მიწურულს კოჭის ტრავმა მიიღო და გუნდს ვეღარ დაეხმარა. ჯერჯეერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დურანტის ტრავმა. კევინმა 19 წუთში გუნდს 30 ქულა შესძინა, 6-დან 5 სამქულაინი ჩააგდო, 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა და 7-დან 5 საჯარიმო მოათავსა კალათში. “გოლდენ სტეტიში” საუკეთესო სტეფენ კარი გახლდათ 34 ქულით და 9 პასით. ოკლენდელებს 22 მოგება და 3 წაგება დაუგროვდათ, “ოქროს შტატელები” დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებენ.

“ჰიუსტონ როკეტსმა” შინ “ნიუ ორლეან პელიკანსკთან” მარცხი იწვნია - 90:99. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდაოდ “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი გახლდათ (30 ქულა, 14 მოხსნა და 5 დაფარება). მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “პელიკანსებმა” 34:22 მოიგეს. “ჰიუსტონში” ჰარდენი და ჰოვარდი გამოირჩნენ, შესაბამისად 21 და და 17 ქულით. “ჰიუსტონი” დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო “ნიუ ორლეანი” მერვე ადგილს იკავებს.

“ჩიკაგო ბულზმა” “იუნაითიდ ცენტრში” “ნიუ იორკ ნიქსი” 103:97 დაამარცხა. ნიუ იორკელებს გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი მუხლის ტრავმის გამო აკლდათ, ხოლო “ჩიკაგომ” ავადმყოფობის გამო დერეკ როუზი მოისაკლისა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც “ხარებმა” 30:23 მოიგეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი გახლდათ - 35 ქულით.

“ჩიკაგო ბულზი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 103:97 (30:20, 22:25, 21:29, 30:23)

“ჩიკაგო”: ბატლერი (35 ქ. 5 მ. 7 პ.), გასოლი (20 ქ. 7 მ.), ბრუქსი (18 ქ.), მიროტიჩი (13 ქ.), ჰაინრიხი (8 ქ.), დანლივი (5 ქ.), ნოა (4 ქ. 13 მ.)

“ნიუ იორკი”: ჰარდევეი (23 ქ. 5 პ.), სტაუდემაიერი (16 ქ. 6 მ.), კალდერონი (12 ქ.), ვეარი (8 ქ.), ეისი (6 ქ.), ლარკინი (5 ქ.), პრიჯიონი (5 ქ.), სმიტი (5 ქ.), დალამბერტი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=neBXJbYJps4

“ჰიუსტონ როკეტსი” – “ნიუ ორლეანი პელიკანსი” 90:99 (22:21, 17:25, 29:19, 22:34)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (21 ქ. 7 მ. 5 პ.), ჰოვარდი (17 ქ. 13 მ.), არიზა (10 ქ. 8 მ.), მონტეიუნასი (9 ქ.), ბევერლი (9 ქ.), დანიელსი (9 ქ.), ქენანი (4 ქ.), პაპანიკოლაუ (4 ქ.), დორსი (2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (30 ქ. 14 მ. 5 ბ.), ჰოლიდეი (16 ქ. 10 პ.), ანდერსონი (16 ქ. 6 მ.), კანინგჰემი (15 ქ. 10 პ.), რივერსი (10 ქ. 6 პ.), ბაბიტი (9 ქ.), აშიკი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=owZRkP_cWSA

“საკრამენტო კინგზი” – “მილუოკი ბაქსი” 107:108 (29:25, 25:32, 27:24, 26:27)

“საკრამენტო”: კაზინსი (27 ქ. 11 მ. 5 პ.), მაკლემორი (22 ქ.), გეი (20 ქ. 9 მ. 6 პ.), კოლინსი (15 ქ. 5 პ.), უილიამსი (9 ქ.), ტომპსონი (3 ქ.), ლენდრი (2 ქ.)

“მილუოკი”: ნაითი (20 ქ. 5 მ.), დადლი (19 ქ. 5 მ.), მაიო (19 ქ.), ბაილესი (17 ქ.), ანტეტოკუნმპო (11 ქ.), მარშალი (8 ქ.), ფაჩულია (7 ქ. 5 მ.), ო’ბრაიანტი ( 6 ქ.), მიდელტონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=RQsWwmBRxtE

“გოლდენ სტეიტ ვორიორსი” – “ოკლაჰომა სითი თანდერი” 114:109 (32:40, 33:23, 29:26, 20:20)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (34 ქ. 9 პ. 7 მ.), ტომპსონი (19 ქ. 5 პ.), გრინი (16 ქ. 9 პ. 9 მ.), ლივინგსტონი (12 ქ.), ბარნსი (12 ქ. 7 მ.), სფეიტსი (10 ქ. 5 მ.), იგუადალა (7 ქ.), ეზელი (4 ქ.)

“ოკლაჰომა”:ვესტბრუკი (33 ქ. 8 პ.), დურანტი (30 ქ.), იბაკა (12 ქ. 6 მ. 3 ბ.), რობერსონი (10 ქ. 12 მ.), ადამსი (6 ქ.), ჯონსი (4 ქ.), მოროუ (4 ქ.), ჯექსონი (4 ქ.), ლემბი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Zy3vur81oc8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132283