ფეხბურთი

15:07 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაკინმა ყველაფერი ანანიძეზეა დამოკიდებულიო

“სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ ინტერნეტპორტალ championat.com-თან ინტერვიუში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის მოსკოვური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრის მიზეზი განმარტა.

“დუბლებში გადაყვანის ცნობილ ისტორიამდე ანანიძე პირველ გუნდში თამაშობდა. მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ის დუბლშემადგენლობიდან დააბრუნა. თან თქვა: “მომავალში ყველაფერი მოთამაშეზეა დამოკიდებული” – განაცხადა ასხაბაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120472