ჭადრაკი

14:28 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმი უნგრელებთან

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 16-წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადაზე 7 ტური მიილია, საქართველოს ნაკრები კი 9 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

გასულ ტურში ქართველი მოჭადრაკეები მე-5 განთესვის მქონე უნგრეთის პირველ გუნდს ეთამაშებოდნენ, ამდენად, ფრე აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

გამარჯვება იზეიმა ნინო ხომერიკმა (2141), წააგო ნოე თუთისანმა (2301), გიორგი სიბაშვილი (2387) და ნიკა ღვამბერია (2122) კი ყაიმს დასჯერდნენ.

ოლიმპიადის უწინდელმა ლიდერმა რუსეთმა პირველი მარცხი ირანთან განიცადა და ახლა, სწორედ ამ გუნდთან და ინდოეთთან ერთად, 12-12 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.

მე-8 ტურში, რომელიც დღეს შედგება, საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელსაც მე-16 განთესვა გააჩნია, მე-13 რეიტინგის მქონე პოლონეთის პირველ გუნდს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114615