ფეხბურთი

13:29 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრიზისმა აბრამოვიჩი და უსმანოვი აზარალა

ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი და "არსენალის" აქციათა 30%-ის მფლობელი ალიშერ უსმანოვი რუსეთში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დაზარალდნენ.

"ბლუმბერგის" მილიარდელთა ინდექსის მიხედვით ბოლო 48 საათის განმავლობაში რუსმა მილიარდელებმა ჯამში დიდი ზარალი ნახეს. უსმანოვი 518 მილიონი ფუნტი სტერლინგით დაზარალდა, ხოლო აბრამოვიჩი - 288.28 მილიონით.

რა სახის გავლენას იქონიებს რუსი მილიარდელების ზარალი ლონდონურ კლუბებზე ჯერჯერობით უცნობია. საფრთხე უმეტესად "ჩელსის" ემუქრება, რადგან აბრამოვიჩის სრულ მფლობელობაშია, ხოლო უსმანოვი "არსენალის" 30%-ს ფლობს და მნიშვნელოვანი ცვლილებები "მეთოფეთა" ბანაკს არ ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112906