თამაშგარე

12:47 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბელენ როდრიგესი გაანაწყენეს

პოპულარული არგენტინელი მოდელი და სერიალების მსახიობი, ბელენ როდრიგესი (რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ არგენტინელ სპორტსმენთან ჰქონია რომანი) იძახის, რომ ერთ-ერთი არგენტინული საფეხბურთო კლუბის შეძენა სურდა, მაგრამ ამ საქმეში ვიღაც-ვიღაცეებმა ხელი შეუშალეს.

მკერდაშოლტილი ბელენი არგენტინის ნაკრების დიდი გულშემატკივარია და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც ხშირად ესწრება, თუმცა მისი მხრიდან კლუბის შეძენის სურვილი მაინც უცნაურად ჟღერს, რადგან ნამდვილად არ უნდა იყოს იმ ყაიდის ქალი, რომელსაც კლუბის მართვა და მენეჯმენტი მოხიბლავს.

“არ მსურს იმ კლუბის დასახელება, რომლის შეძენასაც ვაპირებდი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის არ არის ბუენოს აირესის კლუბი. სამწუხაროდ არგენტინულ ფეხბურთში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი გარიგებების ჩაშლით არიან დაკავებულნი. მე მითხრეს, რომ ჩემი სექსუალური იმიჯი არგენტინულ ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანდა, თუმცა ვერ ვხვდები რატომ არის ჩემი სექსუალურობა ცუდი და მიუღებელი” – ამბობს გულნატკენი ბელენ როდრიგესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145378